ახლა ჩემს სამყოფელს უხდები რატომღაც
37, Tbilisi, Gürcistan

ახლა ჩემს სამყოფელს უხდები რატომღაც,

მაგ შავი თმებით და მყვირალა თვალებით,
სიგიჟეს ვუწოდებ ყველა შენს გამოსვლას,
შენს სულში ვიცქერი ფიქრთა მდუმარებით...

ახლა შენ ახლოს ხარ,ჩემს გულთან ვიცი და
შენს ყოველ ნაბიჯში ვხედავ იმ სიმწიფეს,
მზის სხივი,რომ ალღობს გაყინულ მიწას და
ადამის დროიდან ვიჩემებთ სიგიჟეს...

ყველაფერს!ყველაფერს!გამიგებ ოდესღაც,
თვალებში ჩამხედავ კრძალვით და ცახცახით,
მიხვდები,რაოდენ მიყვარდი იმ დღიდან
ახლა კი გრძნობების არ მოჩანს ნასახიც...

და ვდგავარ წყვდიადში გაყინულ ბაგეთა
წამებს რომ მითვლიან მზის სხივთა ბარბაცით,
წუთიც და მორჩება ამ ხორცის წამება
და მტოვებ დღეიდან,ვით ღელვა ზღვასავით...

და ტანზე მაშრება შენი თმის სისველე,
იმ თვალთა სისველე ცრემლად რომ იღვრება
ვერაფერს ვუხერხებ,ამ სევდას მიხედეთ!
მიხედეთ დღეისთვის!ხვალ გვიან იქნება...

მე გხედავ შორიდან,ვარსკვლავთა ციმციმში
ხეების შრიალში,დემონთა გუნდიდან
მოდი და შემეხე მაგ ლურჯი ტუჩებით,
იქნებ და გაალღო გაყინულ გულიდან...

ჩაწყვეტილ,ჩალეწილ გრძნობების სიმაღლე
ანდა იმ სიმდაბლეს,ახლა რომ განიცდის
ყველაფერს დავთმობდი,რომ გნახო კვლავაც და
ვფიქრობ სიყვარული შენამდე დამიცდის...

8 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor