ქარმა გამომწვევად ხეებს ჩაუქროლა
37, Tbilisi, Gürcistan

ქარმა გამომწვევად ხეებს ჩაუქროლა

და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა,

წამო, წაგიყვანო, ცხრა მთას მოგატარებ,

მერე, მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.

ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია,

გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია.

ქარმა სიყვარული აღარ გააცია,

ფოთოლი გრძნობის ალში გაახვია.

ახლაც აშრიალებს ქარი ლამაზ ფოთოლს,

გულსაც გაუხარებს ალბათ წარა-მარა,

მერე მიატოვებს სადღაც ქუჩის ბოლოს

ვიღაც მეეზოვის ცოცხის ანაბარა...

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor