მომინდები და ისევ დაგიწერ
37, Tbilisi, Gürcistan

მომინდები და ისევ დაგიწერ,
რითმში ქალების, ქარების ქროლვას
მოგინდები და წვიმით აღიდგენ
მე და შენს შორის არ შემდგარ კოცნას.
გადავიქცევი მე შენს აჩრდილად
შენს ნაბიჯების ვიქნები კვალი
საუკუნეც რომ დამედოს ვალად
ჩვენი შვილების გავხდები ფარი.
აპრილებს იქით დავიწყე წერა
და უკვე ოცი მაისიც გადის
ვერა და ვეღარ ავღწერე მზერა
ქალის რომელიც ჩემს ირგვლივ დადის.
თამ-ამად ვიტყოდი შენს სახელს მეფურს
თამ-ადად გავყვები ცხოვრებას ჩვენსას
უფლისგან არ ველი ცხოვრებას მეფურს
არასდროს დავკარგავ ოცნებას ჩემსას.
დაუფასებლად მეძახდი შეშლილს.
მახინჯს მამგვანებთ სუყველა ერთად.
თქვენ ლამაზებო მჯობიხართ მე გიჯს?
მაშინ ვიტიროთ ყოველმან ერთხმად.
აი მომინდი და დაგიწერე ,
რითმში ქალების ქარების ქროლვა.
რო მოგინდები ცრებლით აღიდგენ
მე და შენს შორის არ შემდგარ კოცნას.

ა.ვაშაკიძე

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor