უცნობი ქალი ჰყიდიდა დარდებს...
37, Tbilisi, Gürcistan

სანდომიანი, ღიღილოს მსგავსი,
უცნობი ქალი ჰყიდიდა დარდებს,
ძალზე მოხდენით და მოკრძალებით
დარდს სთავაზობდა ქუჩაში გამვლელს.
დარდის გარეშე არ დარჩა არვინ,
თუმცაღა, ყიდვა ყველას უმძიმდა,
ალამაზებსო ადამის მოდგმას,
დამაჯერებლად, მშვიდად უხსნიდა.
მას შემდეგ, ყველას, დიდს თუ პატარას,
ერთგულად თან სდევს თავის დარდები,
რა იქნებოდა, დარდების ნაცვლად,
ქალს გაეყიდა თეთრი ვარდები...

ავტორი: ანი მახატლიშვილი

3 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor