წვიმისფერია სული ხანდახან...
37, Tbilisi, Gürcistan

წვიმისფერია სული ხანდახან...
გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს...
და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ
ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს...
ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ...
ან უცნაურად მთვარეს უღიმი...
როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ...
ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით...
შეყვარებული სითბო გაცვია...
და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს...
სული ბავშვივით ამ დროს ანცია...
ჩაგხუტებია ნატვრის სიცივე...
...წვიმისფერია სული...ხანდახან...

ნინო მაჭავარიანი

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor