11.12.2012
##########
48, Tbilisi, Gürcistan

ვხვდები – ცხოვრებას დამინგრევს ქალი,
ამაყი მკერდით და გრძელი ფეხით
გათელავს გულის მოგონილ ხალისს
მწარე სიმართლეს თვალებით მეტყვის.
.
ვგრძნობ – სასურველი სხეულის სითბოს
გადავეყრები ჭირად და შარად!
სანატრელ ბედსაც ვიპოვი თითქოს
და უბედური დავრჩები მარად...
.
მინდა დავიხშო სამოთხის კარი,
გავცილდე ფიქრთა მოსაწყენ ტბორებს,
ვიცი – ცხოვრებას ამიმღვრევს ქალი...
ჰოდა მეც იმ ქალს დავეძებ სწორედ!
.
მომწყინდა გულის ტვირთად ტარება,
ძალით ვიმოკლებ გასავლელ მანძილს,
იქნებ გამიგონ მისმა თვალებმა
რომ ჰაერივით მჭირდება დარდი...
.
ჯერ ტუჩებს ცხელი ალერსით დავღლი,
მერე იმედებს მე თვითონ შევქმნი
როცა ცხოვრებას გათელავს ქალი
ამაყი მკერდით და გრძელი ფეხით.
.
შევყვები ყალბი გრძნობების თამაშს
და ტრფობის ღმერთასც ცალყბად ვილოცებ,
დაიწერება პოეტის დრამაც
ერთი ღარიბი მხატვრის ტილოზე!

ბაკურ სვანიძე.

37 views
 
Yorumlar
ala-din 18.03.2013

:)

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor