26.01.2014
martosuli
31, Tbilisi, Gürcistan

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავიმეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლადდა ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდიშენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვისშენი უბრალო სულიერება გადავიტანე.გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული,უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული.

3 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor