22.01.2011
              *    *    *
60, Tbilisi, Gürcistan

      მწარე  იმედო  და  ტკბილო  შხამო-

      თუკი  აქამდე  მწამდი,  გმალავდი -

      მიზეზთა  გამო  და  სხვათა  გამო,

      წყეულიც  იყავ  აქ  და  მარადის.

      დავკარგე  შენი  შიშიც  და  ხათრიც,

      გარდამოვიხსენ  ჯვრიდან  სხეული,

      და  სადღაც  გული  ფეღქავდა  ადრე,

      სიცარიელე  დგას  მტკივნეული.

      აღარ  მსურს  შენი  თეფშიდან  ვჭამო,

      ან  შევიმოსო  შენი  ხალათით...

      მწარე  იმედო  და  ტკბილო  შხამო,

     წყეულიც  იყავ  აწ  და  მარადის. 

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor