ქალი ქალია და მორჩა...
46, Tbilisi, Gürcistan

ის მიდიოდა ქუჩაში ნელა
ქალი იყო და მერე რა ქალი...
რა მიხვრა-მოხვრა,
რა გაღიმება,
რა თვალები და ანდა რა ტანი?!
ერთმანეთს გავდა ყველა ნაბიჯი
გამვლელებს ღიმი უკრთოდათ ტუჩთან...
ის მიდიოდა ნელა და ნაზად
ფეხთქვეშ ფარდაგად ეფინა ქუჩა...
მოვარდნილ სიოს ეჭირა თმები
სურნელს აცლიდა ფაფუკ ხორციდან...
ის მიდიოდა ქუჩაში მარტო
და ფილაქანი მის ტერფს კოცნიდა...
მზე ჩავარდნოდა ორივე თვალში
და წამწამები საბნად ეფინა...
მე ვუყურებდი ამ სილამაზეს
სურვილს ვყლაპავდი,რომ არ მეყვირა
ევა ხარ ევა ...მაცდური სქესით
ვნებას მოუწყვე განავარდება...
იცი კი მაინც? მაგ სილამაზით
რამდენი მტკარში გადავარდება?
რამდენი ოჯახს დაანგრევს ნაშენს...
შენგან დაჭრილი სხვას ფენს იარებს...
ლამაზი ხარ და შე დალოცვილო
თვალს ნუ მაფეთებ,

ჩუმად იარე.

ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,
ქალი ოცნება და სევდა,
ქალი უჩვეულო ჩურჩულია,
ჩუმი მიხეტება ღმერთთან.
ქალი ნატვრა არის ახდენილი,
ზოგჯერ ცოდვის გუბე კერპთა,
ქალი მარტოსული, უკარება,
უპეს ჩამომსკდარი ცრემლად.
ქალი ავგაროზად მოვლენილი,
ნაზი შეხამება ფერთა,
ქალი მშვენებაა უცნაური,
ცას გამოკიდებული ქვეყნად.
ქალი სიფრიფანა სუსტი მხრებით,
ხანაც გიჟმაჟი და ქორფა,
ქალი სიყვარულის ანგელოზი....
ქალი?! ქალია და მორჩა!!!

4 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor