პასუხიანი კითხვები
46, Tbilisi, Gürcistan

რა ვუყო სურვილს,
მილიონობით სისხლისფერი ვარდით ნაჯერებს?
ან მოთმინებას,
ჩემი ცხოვრების უტყვ, ყრუ-მუნჯ მეგზურს?
ვინ მომიყვება ეკლიანი გზების სილბოზე,
ვინ დამაჯერებს,
არ მდომიაო ხელისგულივით ტენიან ველზე
კოცონებივით დანთებული დღეებით ტკბობა?..
თუნდ დაჩოქილი მივიტანდი სულს მზეებამდე!..
მტკივა მუხლები,
უფრო ხელი და გული მტკივა,
ნაზრობი ყინვით.
ბაირაღივით მივაფრენდი შენს ფერმკრთალ სახეს,
სახელს,
ვინ მოთვლის მერამდენედ ტუჩებზე დამდნარს
და ვამაყობდი უძვირფასეს ბგერათ მოყივნით,
დაუნდობელი...
ვის გავაგონო ზეთისხილის მორცხვი შრიალი,
ჩემში რომ იწყებს კიდევ ერთ და ახალ სიცოცხლეს?
ვის თვალს ექნება მზერა
ჩემებრ მშიერ თვალების და ფორიაქი,
დაყოლილი ამ თვალებივით?..
ან ვინ იცხოვრებს
ჩემი დღით და ჩემი შუადღით?
ვინ დავამძიმო?..
ხამი პერანგით - შიშველ ტანზე, მოვიწევ შენკენ.
რა გადამარჩენს სხვა
თუ არა შენი სურვილი?!
ტენიან ველზე,
ატანილი მთლად სიმღერებად, შენი მზეები დანთებულან,
ოქროცურვილი!..
მე მაპატიე
სისხლისფერი ვარდების ცრემლი,
აკივლებული ბილიკებით შლეგი თარეში...
მომატანინე
მოცახცახე ხელების სითბო...
ამომასუნთქე
უნატიფეს
სიმხურვალეში.

3 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor