18.05.2011
chemi leqsi
33, Tbilisi, Gürcistan

აგერ უკვე გაიფურჩქნა რტო
ბაღში ხემაც გამოისხა შტო
ახლაც ისევ დავრჩი მარტო
იბადება კითხვა რატო?

ქარი კარს აჭრიალებს
ირგვლივ მტვერს ატრიალებს
ის კი მოუსვენრად წრიალებს
ტყეში მხეცი ღრიალებს

მე კი ასე ეული ვარ
ნეტავ ვინმეს ვუყვარვარ?
დარდი წუხილს ერთვის
გული უშენობას ებრძვის

ფიქრმა აზრი არია
ეს უკვე საკმარია
ნეტავ ბედი რას მეტყვის
ტრიალებს სუნი სეტყვის

ქვეყნის ძალა ქალია
ამოავსო ნალია
გაირინდა მიდამო დ ცა
შენზე ფიქრმა რა მომცა?

თითქოს სულაც არც რა
ამ დროს ტანში გამცრა

გახედე ამ ხედებს
ან იმ კაცს რა ამღერებს?
მტრედი თავს მოიღერებს
მე მოვისმენ სიმღერებს

გზად გადახტა კალია
ჩიტმაც წყალი დალია
შენთვის ვიღას სცალია
დაასრულეს არია

მოჩვენება სინამდვილეს შეცვლის
რამდენი რმ უნდა მეთქვა შენთვის
წავალ გამიტაცებს ფიქრთა აგონია
გიცნობდი დიდხანს ასე მგონია

რა ყოფილა ფუჭი ნატვრა
მსგავსი როგორც უფლის ხატვა
უთუოდ მშთანთქავს უძილო ფიქრები
აღარ მახარებს ქათქათა ფიფქები

დღე მარტოობაში მიილია
ჩემი თანმხლები ისევ დუმილია

გათენდა გოგონა გაჰყურებს გზას
და მაინც მომსვლელი არავინ სჩანს
მოელის ის მაინც ელის
უთუოდ საჭიროებს გამოწვდომას ხელის...

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor