სიყვარულის ემოცია დედას
33, Tbilisi, Gürcistan

და როდის ვიქნები დიდი?
მე ხომ არასდროს ვარ მშვიდი
ეს ემოცია მაღელვებს მუდმ
რა უნდა დამაკლოს მათხოვრის ხურდამ
ნაზი რიტმები ,სულის ფიქრები
ერთ ადამიანს უპყრია მოწიწებით
ის თუ კარგადაა თანდათან ვმშვიდდები
გულს უხარია ზამთარი ფიფქებით
მისი სიძლიერე როგორც ხუნდები
ტანს მეკვრის,უეცარ ჩაფიქრებით
ისევ ბავშვობაში ვბრუნდები
მისი დარიგება მოფერებით
ისე მაძლიერებს უმალ ვიზრდები
მისი სიახლოვით,მისი ყურებით
ვხვდები აღარაფერს შევუშინდები
ალბათ იკითხვთ ნეტავ ვინ არისო?
სიცოცხლე სიხარულით ვინ ამივსო?
ვინ ამამაღლა და ვინ ჩამაცხრო
სიცოცხლეს მაზიარა,მადლი მცხო
ეს ადამიანი ერთადერთია
ის ჩემთვის ქალღმერთია
ცხოვრების ხერხია
სიცოცხლის აზრი
ყოველდღიური ჩარხი
მომავლის არსი
და აწმყოს ფასი
ვერ შემაშინებს რაიმე ფარსი
არ ღირს დაკარგვა წამის
გაფანტე მოჩვენება ღამის
მომიახლოვდი დედა
საცაა დამეცეს ბნედა
მაღლა მერცხალ ფრენდა
მე სევ გელოდი შენ და
ჩვენი ბუდეც აშენდა
შენით რა რიგ დამშვენდა

მოიშორე უღიმღამო სევდა
მომავალი წარსულის კვალს ხევდა
აი გახედე,გათენდა
მერე და როგორი დილაა
ჩემი სულის წამალი ვინაა?
ამის პასუხი მე კარგად ვიცი
თუმც არ დამიდია საუკუნო ფიცი
უზომოდ მიყვარხარ ეს შენც იცი
როგორ არ მიყვარდე დედა
დაგინახე და ფრთები შემესხა
სარკმლიდან მზემაც შემოიხედა
ჭიქაში წყალი ისე ესხა
აწმყოში დარდი სადღაც გაიჭედა
მტერთა ხროვაც კი უცებ გახევდა
ხეებს ქარი რარიგ არხევდა
მათი მითქმა მოთქმა ჩვენამდე აღწევდა
ამ გარდასახვას ვერავინ აღწერდა
ყველა უღირსს გაუჭირდა არსებობა
არ არის ადვილი ჩვენი მორევა
რა დინახეს ასეთი ერთობა
მათ გაახსენდათ თავიანთი უღმერთობა
ჰორიზონტი განათდა და დაფარა ბნელი
სიკეთის მეტს მე არაფერს ველი
ეს ყველაფერი განა სიზმარია
უღრუბლო მომავალი ცხადზე ცხადია
დედა მე შენთან ყოფნა მწადია
ოღონდ მანამდე გადავლახავ ზღვას
წარმატებით ვისახელებ თავს


5 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor