22.12.2010
svetickhoveli
42, Tbilisi, Gürcistan

   
საყდრის ეზოში შესულს გეჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი: მტკივნეულად ნაცნობი გალავანი, ტაძრის მშობლიურად თბილი კედლები, რბილი, რბილი ბალახით შემოსილი მიწა...
რა არის ეს, რატომ გიჩნდება ასეთი განცდა?!
იქნებ იმიტომ, რომ სწორედ აქედან დაიწყო შენთვის ნაცნბი საქართველო...
არმაზი შორს არის, წყვდიადში დანთქმულან დიადი კერპები – გაცი და გა, აქ კი, აი, ამ მიწაში, განისვენებს ებრაელის ქალი სიდონია, რომელსაც გულში მაცხოვრის კვართი ჩაუხუტებია...
უკვე ორიათასი წელია, რაც ეს არის შენი სამშობლო, სწორედ ეს! სხვა არ გახსოვს – მას შემაძრწუნებლად სქელი საბურველი ფარავს.

 

6 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor