xom lama zi leqsia?
44, Tbilisi, Gürcistan

ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,

შემყვარებია შენი სახელი,

უბრალოდ, ასე...

არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,

არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.

გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,

ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,

ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,

თუ სიყვარული დაგიმალე,

არ გამიბრაზდე.შენ ხარ ოცნება...

შენ ხარ ნატვრა...შენ ხარ ამბორი...

შენ ხარ ნახატი ლეონარდოს,-

ან სალვადორის...

დარდიმანდი ხარ, გამუდმებით კოცნის მთხოვნელი,

შენ ხარ მუსიკა ან მოცარტის, ან ბეთჰოვენის...

შენ ხარ სონეტი, დაწერილი ალბათ ზეპირად,

შენი ავტორი იქნებოდა მხოლოდ შექსპირი...

ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ,

უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო..

7 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor