26.12.2013
ქალი
53, Rustavi, Gürcistan

ქალი მხნედ გაუძლებს
ტარტაროს და შაითანს
ცხოვრებაში ყველანაირ
გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უდა სუსტი იყოს
შიში არ აქვს აღმართის
იქნებ ჩუმად აიტანოს
უნებური ღალატიც .
თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ
ამოიღებს მკერდიდან
მაგრამ უალერსობას და გულცივობას
ვერ იტანს
მარტოობის წლები მკერდში
გაერჭობა ხანჯლებად.
შემოდგომის ყვავილივით
ზეზეულად დაჭკნება
ქალს?
ქალს მარტო ნუ დატოვებთ
სანამ ქვეყნად არსებობთ...
ქალი? საფერებლად გაჩენილა კაცებო ....

43 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor