"გაბედე... და მოდი, თუ გინდ მე გიშლიდე....
35, Batumi, Gürcistan


"გაბედე... და მოდი, თუ გინდ მე გიშლიდე....

გადმოდი საზღვარს და გათელე ბილიკი...
მე ზურგს თუ შეგაქცევ, პირისპირ დამიხვდი....
ქალი ვარ, და იქნებ თამაშით გაგიჟებ.

- გაბედე... ჩამხედე დარდიან თვალებში,
მიბნედილ თვალებში ვნებათა ქარია,
უსიტყვოდ გთხოვენ და უსიტყვოდ გთანგავენ,
ვნებათა ეტლები გამოჭრას ელიან.

- გაბედე,... გაბედე გადმოდგი ნაბიჯი,
იქამდე, სადამდეც სუნთქვები წვდებიან,
თითები თითებზე შემახე კანკალით,
და მუშტად თუ შევკრავ, გაშლა რა ძნელია???

- გაბედე.... ჩამიწნა თითები თითებში,
და შემომახვიო კოცნათა მანტია,
ხომ გესმის... გულების ფლოქვებით თქარუნი,
ლაგამს ვერ ამოსდებ, მათ ქროლვა სწადიათ...

- გაბედე... მითხარი თუ როგორ გიყვარვარ....
გაბედე....გამხადე მაგ მკლავთა ტყვე ქალი....
შენ ,ყურს ნუ დაუგდებ,უაზრო ჩემს ტიტინს,
ხომ იცი ეს "არა" შენთვის რომ "კი" არის.














14 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor