ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
30, Tbilisi, Gürcistan

ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,

როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტათი დამიამე.

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,

ძარღვებში სისხლივით დამიარე,

თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი

და,ნიშნად ხელახლა დაბადების,

სიმხნევე მაღირსე წამიერი,

არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,

ირწმუნე სათქმელი განდობილი,

მაღირსებ ოცნების შესრულებას?

ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო,მაგრამ მარტოდენ ბოდვებია

ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,

სხეულზე ცეცხლივით მომდებია

სიცოცხლის უშენოდ დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი

წერილი,კუნძივით მობრიალე,

სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:

მარტო ვარ,მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს სკვამური

ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს

და როგორც ვეება სალამური,

ოთახში აკვნესებს სალამურებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მქარე ბოლი

და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,

ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,

აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,

მეწყება უწყალო განსაცდელი,

გამიგე,შენს გარდა აღარსაით

არ მქონდა,არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,

ხომ ხედავ,კუნძივით გავირუჯე,

ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

ო.ჭელიძე

4 views
 
Yorumlar
kessaria 16.08.2012

mikvars es leqsi.....ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,

როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

landushki landushki 16.08.2012

mec dzalian dzalian miyvars

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor