ო, ეს თვალები!
45, Tbilisi, Gürcistan

ო, ეს თვალები!.. თბილი, დაღლილი,
მორცხვად დახრილნი, რომ გავდნენ იებს,
მწამდა რწმენისთვის, მაგრამ ტანჯვისთვის,
მე არასოდეს გამიმეტებდნენ...

დაბრმავებული მთვარის ცრემლები
ნამისკენ გაწვდილ ხელებს კაწრავდნენ,
გრძნობას ჩავაცვი მაშინ სიტყვები
და ვით არასდროს, შენთან ვინატრე...

მინდა უდაბნოს ხველების ნაცვლად
შენი ბავშვობა მეფერებოდეს,
ან გაბუტული სიკეთის დარად,
როგორც მიყვარდი, ისე მიყვარდე...

ო, ეს თვალები!.. თბილი, დაღლილი,
მორცხვად დახრილნი, რომ გავდნენ იებს,
მწამდა რწმენისთვის, მაგრამ ტანჯვისთვის,
მე არასოდეს გამიმეტებდნენ...

მაგრამ იმედებს ისე აცრუებს
ცხოვრება, როგორც სიბერე სახეს
და არაფერი მე არ მაღელვებს,
ოღონდ გიყვარდე, ოღონდ გიყვარდე
ოღონდ იყო და სულ არ გიყვარდე...

17 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor