13.06.2009
civ qalaqSi
45, Tbilisi, Gürcistan

 რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?!   
  მე მოვისროლე დარდის კალათი 
  და ყვავილები გზაში დამებნა... 
  მე დავიღალე შენთან კამათით, 
  შენგან წავედი...შენს მოსაძებნად... 


  მე...ჩავერიე ბედის ქარგაში, 
  ბედის ხაზები რომ შემეცვალა. 
  წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში, 
  ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა... 


  დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში 
  სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი... 
  შენ მე წამართვი ათასწლეული, 
  ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს... 


  გამახსენდები დამწველ ზაფხულში, 
  ამ აუტანელ მითქმამოთქმაში. 
  იანვრის მქანცველ აურზაურში 
  ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში... 


 
  ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!... 
  ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში... 
  სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!... 


  მე დავიღალე შენთან კამათით, 
  წავედი...ისევ გზები ამებნა... 
  მე მოვისროლე დარდის კალათი 
  და ყვავილები...შენს წინ დამებნა..

20 views
 
Yorumlar
elina 13.06.2009

ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!...
სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!...

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor