მე–კალ–მე (პოეზია)
32, Poti, Georgia

ევას შობილი

ის გაქვავებული სხეულით,
დასახიჩრებული, სნეული;
ის სულ ეტლში იჯდა ეული,
იყო მარტოობის ერთგული.

ღვთისგან სიკეთისთვის შობილი,
მუდამ ლოცვისათვის მოცლილი.
ღვთისგან სათნოება მოძღვნილი,
წმინდა შარავანდით მოსილი...

მისთვის უცხო იყო ფერხული,
როგორც მძიმე შრომა გლეხური.
არც ლხინი ენახა ქებული
და არც სიდიადე მხედრული.

ღვთის სიტყვის მონა-მორჩილი,
წამებით გულგაპობილი...

...და ვით ყველა ევას შობილი,
იგი მაინც იყო ცოდვილი...


 

5 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta