ვეღარ შევცვლი ბედისწერას,
ვეღარ შევწყვეტ შენზე წერას,
ვერ გაშორებ ჯიუტ მზერას,
ნუ გამკიცხავ ეულ მწერალს.
მე ვერ მოგთხოვ პატიებას,
ვერც საფლავთან ატირებას
ნუდამაყრი გულზე მიწას,
ნურც მომიწყობ გაცილებას.
მხოლოდ ერთს გთხოვ,გაზაფხულზე,
თუ მომიძღვნი ყოჩივარდებს,
უკვე გაციებულ გულზე,
კვლავ მომისევ შენზე დარდებს..
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!