მაშ,
ვითამაშოთ, არ არის რთული -
ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს...
ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული,
ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს.
მოგწონს?!
არ მოგწონს?! არავინ გკითხავს,
მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა...
რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი,
გადმოგდებული წყალობის ლოკვას.
რაღას უყურებ?!
ვარსკვლავებს მიღმა სივრცე
ლანდებმა შავად მოგრაგნეს.
ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს
და მორგებითაც თავად
მოგარგებს.
ტარიელ ხარხელაური
ეეხ, ისე მაგათ თავსი უბედურებაც ეყოფათ, მასეთებად რომ იქცნენ...
*KISSED*
ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს
და მორგებითაც თავად
მოგარგებს.
*KISSING*
არავინ გკითხავს,
მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა.
ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს
და მორგებითაც თავად
მოგარგებს.
ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს
და მორგებითაც თავად
მოგარგებს.
*THUMBS UP*