13.11.2011
ჩუ...
50, Tbilisi, Georgia

ჩუ...
სანამ სიჩუმის მსუბუქ მკლავზე,
თავი ოცნებებში ჩამირგია,
მიწიდან ქუჩები ცამდე ვშალე
თვალებით,
ხიდებად გამიდია.
ფიქრები,
უმიზნოდ გაფანტული,
ტროტუარს ტერფებით აწყდებიან,
სიმშვიდის მკლავებში დაშრამული,
მეები სხეულში თავსდებიან.
და ყველა შეცდომა შეცოდებად
მზა, უფლის ფეხებთან დამიწყვია,
ვიღაცას სხვა უფრო ეცოდება,
მე ჩემი ცოდვა ვერ დამითვლია.
ჩუ...
სანამ სხეულზე მრუში ღამე
მთვარესთან გაყრილი ურცხვად ფეთქავს,
სიზმრებმა გაშალეს თხელი ბადე,
კადრები როგორც ზღვა, ისე ღელავს.
სიტყვებად დამიდის სისულელე,
თითებში შრიალით ცეკვავს მარტი,
თავი თუ ლექსებით ვინუგეშე,
ოთახის სარკმლიდან ცა-მონმარტრი,
ჟღერს
წვიმად სიჩუმის სარეცელზე,
ასველებს სიმშვიდის ვიწრო სარჩულს,
სამყარო ერთ სუნთქვად გაშლილ ხელზე,
სთვლემს როგორც ზღაპრებში მეფის ასულს.
ჩუ...
სანამ ღრუბლების მსუბუქ მკლავზე
ცივი ოცნებები გამითბია
და გზები ღმერთამდე ხიდად გავდე,
სანამ უღმერთობა დამითმია...

3 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes