11.04.2013
...........
42, Tbilisi, Gruusia

დაუკითხავად თუ შემიყვარდი,

თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,

მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,

სული აგიშფოთე, მაპატიე...

ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,

მაგრამ შარაგზაზე გავათიე,

წინ მე შენი სახე მომიძღვოდა

და თუ აქაც შევცდი, მაპატიე...

ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,

მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,

შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი

თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...

შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს,

შენზე დარდი თუ დავარბიე,

რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი,

დამნაშავე ვარ და მაპატიე...

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.