20.12.2013
saqartvelo
36, Тбилиси, Грузия

ამ სიყვარულს რომ არ უჩანს ბოლო,
სად გაგონილა გრძნობა ამხელა!
იქნებ იმისთვის მიყვარხარ მხოლოდ,
რომ "საქართველო" გქვია სახელად.
ან თუ ფიქრობდა მშობელი მაშინ,
ჩემი სიცოცხლის კარს რომ აღებდა,
რომ ის პატარა, უღონო ბავშვი
დედაზე უფრო შეგიყვარებდა.
არც ნახიდურთან არ მიბრძოლია
და არც არაბი ვკაფე მოძალე,
არც თემურის წინ არ მითრთოლია
და არც მისვრია მისთვის ბოძალი.
შენი სახელი რაღად მათრთოლებს,

რომ არ გყოლივარ ჭირში მფარველად,
იქნებ იმისთვის გეტრფი მარტოდენ,
რომ "საქართველო" გქვია სახელად.
საიდან გადიქეც სხივად ოცნების,
ღმერთი რომ არ მწამს, ქართულ მიწაზე
ფეხს რომ დავადგამ, რად ვილოცები.
სხვას რომ უყვარხარ, რად ვგრძნობ სინანულს,
ასე მგონია, მხოლოდ ჩემი ხარ,
რა შეუძლია ამ ჩემს სიყვარულს,
მაგრამ სიცოცხლეს რად მირჩევნიხარ.
რაღად გამხდარა შენი სახელი
ჩემთვის მზესავით ცად ასატანი,
იქნებ იმისთვის, რომ შენს დიდებას
შეაკვდნენ ჩემი მამა-პაპანი.
და მეც არ ვიცი, ვფიცავ, არ ვიცი
ღმერთი ვიწამო? ხოდა, ღმერთი ხარ,
ხატი რად მინდა სხვა დასაფიცი,
როცა სიცოცხლეს შენ მირჩევნიხარ.
და ამ სიყვარულს რად უნდა ბოლო,
თუკი მაწამებს გრძნობა ამხელა,
დაე, იმისთვის მიყვარდე მხოლოდ,
რომ "საქართველო" გქვია სახელად.

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут