UNbacho's blog

UNbacho
33, Tbilisi, Gürcistan

ერთ მშვენიერ დილას ადგა და მიხვდა , რომ უნდა ეთამაშა.. მიხვდა ,რომ როლი მორგებული ქონდა და უნდა დაეწყო .. თითქოს დაგეგმილს გავდა, თითქოს სცენარი კარგად დაწერილი იყო , მაგრამ სპეკტაკლი ვერ შედგა !!.. გრძნობებმა შეუშალა ხელი .. არა გულწრფელს გავდა, თავიდან ყველაფერი სიმართლით დაიწყო, მააგრაამ ვერ დაამთავრა.. იმდენად შეითავსა ''მოთამაშის'' როლი, ყველაფერი გააფუჭა , ისევ მსახიობობა მოუნდა და ისევ გამოუვიდა.. თუმცა მიუხვდნენ, ბოლოს მაინც მიუხვდნენ, და ამ თამაშიდან ყველაზე დარცხვენილი წავიდა .. აპლოდისმენტები ვერ დაიმსახურა .. მერე სცადა საკუთარ თავს გასაუბრებოდა და მასაც ატყუებდა .. ისე ატყუებდა , რომ დააჯერა. .დააჯერა თითქოს ესე უნდა ეთამაშა ბოლომდე და თითქოს კარგი…


19.06.2012

''ვინ ? ვინ მოგცა უფლება , რომ ესე მიდიხარ ??თან ისე მიდიხარ, არც მეკითხები მინდა თუ არა, რომ გაგიშვა ! ესე უეცრაად, აღარ მიყვარხარო და წახვედი ! არაფერზე არ იფიქრე, არც იმაზე, როგორ მეტკინებოდა, არც იმაზე , რა ელოდა ჩემს ცხოვრებას, და არც იმაზე , რომ შეიძლება ეს ყველაფერი სანანებელი გაგხდომოდა !

მას მერე არც ისე დიდი დრო გავიდა ... მეგონა , რომ ისევ მტკიოდი და ისევ მახსოვდი! არა კი, ისევ მახსოვხარ მაგრაამ აღარ მტკენ.. არაა, მაშინ ყევლაზე მეტად მატკინე, რომ დამირკეე და მითხარი მოდი შევრიგდეთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთო, ისევ მიყვარხარო, იმიტომ რომ....... ორივემ კარგად ვიცით, რატომაც…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor