mate-'s blog

mate-
35, Tbilisi, Gürcistan

06.07.2014

როგორი სხვადასხვანაირია

შენი და ჩვენი სიყვარული,
ღმერთო.

შენ მართლა გიყვარს,
ოთხმოცდაცხრამეტი რომ შეგიძლია მიატოვო,
ერთის გულისთვის.

ადამიანები სხვა მხარეს ვდგავართ.

...

მან ვინც ერთი მიატოვა,
ოთხმოცდაცხრამეტსაც მიატოვებს


21.01.2014

ისეთი წვიმაა, ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები,


20.12.2013

თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან,
შესვი უმანკო სიველურე, ჩამაცვი კვართი,
ჩემს პოეზიას უმფარველე, ვით არტემიდა,
ნუ მიგულგრილებ, გაიხსენე, როგორ გიყვარდი,
თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან.

სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა,
მიწა აკუწე სტრიქონებად, მუსიკა ჩადე,
ლურჯ მწვერვალებზე ააფრინე რძისფერი ძერა,
ვერცხლის სიზმრებში დამაფარე ბაჯაღლოს ბადე,
სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა.

სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი,
შეშლილს ლოცვები წამიკითხე, შემარგე ღამე,
მძინარე სულში ამიცეკვე თითები გრილი,
ფიფქები ღვარე, მასმენინე ყინულის გამებს,
სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი.

ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი,
სტუმრად მეწვიე... როგორ მიყვარს, როცა მნახულობ...
თვალი წამართვი და კელაპტრად მთვარე დაიჭი,
ბნელი რას გიზამს, გაზაფხულის მზით ჩასახულო,
ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი.

უფლის ვენახი მაკრეფინე, ზეცა დახურე,
ჩემში ერთმანეთს შეაბრძოლე რწმენა და შიში,
ნება მომეცი, გეამბორო და მიმსახურე,
ჩემი…


18.07.2012

...სასაცილოა,მაგრამ ახლაც ვსაუბრობთ წინასწარ დაყენებულ გულგრილი ხმის ტემბრით და თან სული გვიკანკალებს სიყვარულმა არ გამოჟონოს ჩვენი სახის დაბრეცილი ნიღბებიდან...


ტრაგიკოსს ვთამაშობდი,

კომიკოსი ხარო და ჩამანაცვლეს!
წიგნს ვთამაშობდი
იქიდანაც მომხსნეს,
გვერდები არ მქონდა დანომრილი!

სხეულს ვთამაშობდი
და როლში შესულმა სულმა
მართლა მიმატოვა!
სარკეს კარგად ვასრულებდი,
სრულად ირეკლებოდი ჩემში!
სამაგიეროდ, ლანდი ვერ ვითამაშე,
შენში არასდროს ავრეკლილვარ!
გაზაფხულს ვთამაშობდი და
მწვანე არ მომიხდა თვალებზე!
ფანჯარის როლზე არც განვხილულვარ:
ვერც გამომხსნით,
ვერც გაიხედებით!
საზღვრების როლიც ვერ შევითვისე,
ცარიელი წითელი „ლენტი“ ვიყავი!
ახლა „დღიურს“ ვთამაშობ:
ყველა მოდიხართ,
თქვენს ნებაზე მწერთ და
მშორდებით


12.11.2012

.ქალს ყოველთვის შეუძლია, მაგრამ ყოველთვის არ უნდა...კაცს ყოველთვის უნდა, მაგრამ ყოველთვის არ შეუძლია.


16.05.2012

გავურბი წერას - არც ფიქრი მინდა,
მძულს სამყარო და აღარ ვგრძნობ ტკივილს,
ირგვლივ კი ბინდი და მხოლოდ ბინდი
ჩემი მბორგავი სხეულის ჩრდილი.
გავურბი წერას - აღარ ვგრძნობ ფერებს,
ჩამოშრა ძარღვი ნედლი სტრიქონის,
მე შეშლილი ვარ, დიდი ხნის მერე
რომ გემო მტანჯავს შენი სიშორის.
გავურბი წერას - ჩემს მტვრიან თვალებს
ვწუხვარ,რომ მაინც შეაშრათ ცრემლი,
ჩემს ხერხემალზე დალეწეს მთვარე
და კვნესა მტანჯავს ხნიერ ხერხემლის.
ვგრძნობ - ვეღარ შევძლებ ვგრძნობ, დავეცემი,
არავის ვუხმობ,არ მინდა შველა,
ცარიელია მზის სარეცელი -
ვხურავ სივრცეს და ვასრულებ წერას
და იყო ღია ყოველი კარი -
მხოლოდ გალობის ხმები ისმოდა...
ამ ბებერ მიწას მე შევრჩი მგზავრი,
ზურგით რომ იჭერს მარადისობას.


04.10.2012

სევდის სამყოფელი დაღლილ თვალებშია,როცა მაკლიხარ და როცა მეფიქრები.


შენ მეგობარო...გადღეგრძელებ...

წვიმაში ... ქარში...

დასეტყვილში ...თუ დაუსეტყვავ...

ვენახში ... მთაში...

შენ მეგობარო... გზაზე შემხვდი...

მე შენ გირჩიე...

შენც... გულმა გიგრძნო და ამიტომ...

შენც მე მირჩიე...

მოდი... პირამდის გადავავსოთ...

თასები ღვინით...

და ვადრეგრძელოთ...მეგობრული

ცრემლები თბილი...

სიტყვა... ნათქვამი... მეგობრული...

რჩევა...ფერება...

კარგ მთქმელს... გამგონი... არასოდეს

გამოელევა.


15.06.2012

სიბნელეში ყველა კატა შავია, მაგრამ თუ მიანათე ყველა სხვადასხვა ფერია, ეს ხალხიც ჭრელია, ჩვენი ცხოვრება ბნელია, ერთი პატარა მინათება და სუყველა დიდი გველია


← önceki 1 2 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor