julilabardi's blog

julilabardi
63, Florence, İtalya

სტატუსის განახლება
Salome Meliqidze-ს მიერ
გარსია მარკესის 13 გენიალური ფრაზა:

1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხარ შენ,არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.

2)არცერთი ადამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ.

3)მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გინდა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4)ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5)ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6)არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს
7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ…


ნუ უსმენ რას იტყვის
ვიღაცა მოცლილი,
რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს,
სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი,
შენც მასე უყურე, ქარი რომ გაიტანს..
თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირხშირად,
საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს,
მეგობარს უყვარხარ ჩემო ძვირფასო
მაგრად ჩაგიხუტებს, როგორც გინდოდეს...
მიუშვი ნებაზე ტლიკინსდამშეული
შენ კიდევ თვალებში ლურჯი ცა გიძღება,
არსებობს სიცოცხლე შენით და…ხო მათით,
მოგცილია,თუ ვინმე არიფი მიწვდება.
შეხედე დღეები როგორი მშვიდია,
მკლავებზე გისხედან,
დახედე ბეღურებს,
ცხოვრება ხომ მაინც არც ისე დიდია,
ნეტაი,მოგცლია,
რას უსმენ ყველაფერს.


08.03.2014

მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული


რთხელ, როდესაც მეგობრობას აუბა მხარი,
ლომს რესტორანში საქეიფოდ შემოყვა ხარი,
და ჯანმრთელობა რადგან ჰქონდა ორივეს რკინის,
გათენებამდე აღარ მორჩნენ დალევას ღვინის.
აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი,
მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი.
და ხმის კანკალით, ფერწასული, სუფრასთან მჯდომი
„ახლავე მოვალ” ჩურჩულებდა ყურმილში ლომი.
„უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა, ამიტომ შევრჩი”
თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა, რომ ეჯდა გვერდში.
_ ვინ არის ასე რომ გაშინებს, გაოცდა ხარი,
როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი.
ლომმა თქვა: _ უნდა მაპატიო ჩემია ცოლი
დღეს ჩვენს ოჯახში, მას ეკუთვნის მთავარი როლი.
ხარს გაუკვირდა _ ცოლს რად აძლევ უფლებებს ამდენს?
მე მაგალითად ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს
ლომს გაეცინა, _ ცოლს ძნელია მოუგო ომი
შენი ცოლი ხომ ძროხაა და ჩემი კი ლომი......


21.03.2014

ემიგრანტს ჩახედეთ თვალებში,ნუ კითხავთ "რატომ არ ბრუნდება",
მის ტკივილს თვალები გეტყვიან,თვალები ცრემლით რომ დუღდება.
ემიგრანტს მხნეობა აჩუქეთ ჰაერზე მეტად რომ სჭირდება,, ჯანი და ძალ-ღონე გვეცლება ყველაფრის ექიმი გვჭირდება.
მოგვხედეთ, მადლი და სიკეთე თავის გზას ოქროსფრად დაქარგავს,
ხის ფესვებს წყალი თუ დააკლდა,ფოთლები მშვენებას დაკარგავს.
რამდენს კი საწოლზე მიჯაჭვულს იმედის ფერები წაერთვა.
ამ დუხჭირ ცხოვრებას უფულოდ,ეჭიდა, თავი ვერ გაართვა.
ჩვენს ყოფას მხოლოდ ის გაიგებს,,ვინც ჩვენი ცხოვრებით იცხოვრა
ვინც ნატვრის, სიშორის ქარცეცხლში ქრებოდა, უალოდ იწვოდა.


ქალი ისეთი ვინმეა, ვერას დააკლებს ხანი, გულს მუდამ შეუთამაშებს ალერსიანი ქმარი, ქალი ისეთი ვინმეა, ქარსა და გრიგალს უძლებს, ხელდახელ შეებრძოლება მეხად მოვარდნილ ღრუბელს! ქალი ისეთი ვინმეა, ვითა მაისის ვარდი, სულ ნაადრევად დაჭკნება, თუ გაუჩინე დარდი, ქალი ისეთი ვინმეა, უნდა ეფერო მუდამ, ქალს არაფერი არ უნდა? ქალს ყველაფერი უნდა! ქალი ყოველთვის ქალია, ქალი-მზეა და სითბო, შენ არ გეგონოს არა სწყინს, თუკი ყველაფერს გითმობს.


სიყვარულისთვის ისე დასჯილან, თვით, სიძულვილი მონატრებიათ. სიკეთისათვის ისე დასჯილან, რომ ბოროტება მოლანდებიათ. სიმართლისათვის ისე დასჯილან, უსამართლობა მონდომებიათ. კაცობისათვის ისე დასჯილან, არაკაცობა მოსურვებიათ... ისე დასჯილან, ისე დასჯილან, თავად, სიკვდილი უსურვებიათ... კითხვა დაუსვამთ,დალოდებიან, პასუხი ვერსად მოუსმენიათ... მწარედ დასჯილან და ყველაფრისთვის ძმარი ცხვირ-პირში ამოსდენიათ.


ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს ციციკორე,
ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება, ბედი... თორე
უცოლოც კაცია და ცოლიანიც....
ფუფალა თუ მიარღვევს ოღრო-ჩოღროს,
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა.....
შიოლა...ყველასია...
ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა...
გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება...ბედი თორე...
უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი......
ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს..ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის.....ცოდვაა....ციციკორე..


ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება, უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება, უცხომ რა იცის,როგორა სჭამს ქართველს ტკივილი! სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია, არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება, ოქროს სასახლეც,მისთვის არის,ციხის გალია


დამდეგ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!!!
http://www.playcast.ru/view/2475344/cb309964981da51e56f60912c6557b79e592c575pl


← önceki 1 2 3 4 5 ... 21 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor