tam5552's blog

tam5552
41, Tbilisi, Gürcistan

დღეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის,მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი


მგონი ისევ შევეჩვიე წერას... ისევ ისე მომიწევს გული ჩემი რვეულის ბოლო ფურცლებისკენ....ალბათ მონატრების ბრალია... ყველაფერ ძველის მონატრების... ოჰ როგორ გაგძელდა ეს ავდრიანი დღეები ქუჩებში და ...სადღაც მივდივარ ისევ... ჩემი გზა ჯერ არ დასრულებულა თუმცა მე უკვე დავიღალე ამ ყველაფრისაგან და დასვენება მინდა სადმე შორს... შორს ამ ქაოსისგან, ამ უსამართლობებისგან, ამ ყოველდღიური რუტინისგან... ამ ბრბოსგან... ეჰ, ისევ სიკვდილი ამომიტივტივდა გონებაში... ჩემი სიკვდილი. სიკვდილის გარდა მგონი ჩემი აღარაფერს ჰქვია... იქნებ ტყუილად მივილტვი ამ ყველაფრისკენაც...
ცოდვებით დაღლილს იქნებ არც იქ მეღირსოს სიმშვიდე...ო არა! ეს მარადიული სასჯელი არ მინდა!!! თუმცა სიამოვნებით დავთმობდი ახლა ამ წუთას ჩემს სიცოცხლეს...
გარეთ მინდა... სულ, სულ გარეთ... მინდა
გავცდე ამ ნაცრისფერ რეალობას…


როგორ აუტანლად მენატრები...
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდებში,
სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ.
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო.
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს...
(ქვებზე სველდებიან ქაღალდები)
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ...
როგორ აუტანლად მენატრები!


21) ვისაც ჭეშმარიტად უყვარს არ ეჭვიანებს. სიყვარულის მთელი არსი ნდობაა. წაართვით შეყვარებულს ნდობა და წაართმევთ საკუთარი ძალის რწმენას.
ლუიზა ჟერმენი

22)თვით კლდეც არ არის სიყვარულზე ძლიერი.
უილიამ შექსპირი

23)თუ არავის უყვარხარ დარწმუნებული იყავი, ეს შენი ბრალია.

ფილიპ დოდრიჯი

24) თუ გინდა ეომ ადამიანი გიყვარდეს შეიყვარე განსკით და არა გულით.
სამუელ ქონსონი

25) თუ სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობას ჰგავს, ვიდრე მეგობრობას.
ფრანსუა დე ლაროშუკო

26)ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობები.

ლოპე დე ვეგა


27) ის ვინც შენ მართლა გიკვარდა შენთვის ყოველთვის ცოცხალია.
ანა ახმატოვა

28) ის ვისაც რთი რომელიმე ადამიანი უყვარს მთელი სამყარო უყვარს.
ერიხ ფრომი

29)იყო შეყვარებული, ეს ნიშნავს გაცოფებული იყო ჯამრთელ ჭკუაზე.

ოგიდიუსი


30) მამაკაცებს ყოველთვის უნდათ ქალის პირველი სიყვარუ;ლი გახდნენ. ქალები…


გავიდა დრო და თითქოს არაფერს უკვე აღარ გთხოვ,

მხოლოდ ფარულად, გულში ჩუმად გინატრებ ხოლმე,

ამ საიდუმლოს ჩემს საკუთარ ფიქრებს არ ვანდობ,

ჩემ თავს დავპირდი, ამას არასდროს გავიმეორებ.


გავიდა დრო და მიგვავიწყდა თითქოს წარსული,

თუმცა მე ისევ კარგად მახსოვს რაც უკვე იყო,

მაინც შემომრჩა გრძნობა გულში გადამალული,

პატარა გრძნობა, რომელიც მაინც დიდ ადგილს ითხოვს.


ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთი:

1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა. რომელს აირჩევდით ?
ა) კურდღელი
ბ) ცხვარი
გ) ირემი
დ)ცხენი

2. თუ თქვენ ვალდებული ხართ იქცეთ ცხოველად, ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?
ა) ძაღლი
ბ) კატა
გ) ცხენი
დ)გველი

3. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით ?
ა) ლომი
ბ) გველი
გ) ნიანგი
დ)ზვიგენი

4. რომელიმე სახეობის ცხოველს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რომელს აირჩევდით?
ა) ცხვარი
ბ) ცხენი
გ) კურდღელი
დ)ჩიტი

5. დაუსახლებელ კუნძულზე თქვენ მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოფნის უფლება გაქვთ. ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?
ა) ადამიანი
ბ) ღორი
გ) ძროხა
დ)ჩიტი

6. ცხოველების მოთვინიერების უნარი რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით შინაურ ცხოველად ?
ა) დინოზავრი
ბ) ვეფხვი
გ) პოლარული დათვი
დ) ლეოპარდი

7. რომ შეგეძლოთ 5 წუთი რომელიმე არსებად გადაქცევა, რომელ მათგანს აირჩევით?
ა) ლომი
ბ) კატა
გ) ცხენი
დ)მტრედი

ეხლა ვნახოთ…


სანთელსდავანთებდავილოცებთქვენთვის,

რომთქვენიყოთზეცაშიკარგად.

მჯერაღმერთთანხართახლოს,

ღმერთმაგაგიღოთსამოთხისკარი.

ცრემლიმდის,ესნატვრისცრემლია,

რომვეღარგხედავთდავეღარგეხებით.

ნუთუესარისჩვენიცხოვრება???

ჩვენიცხოვრებაზეცისკარია!!!


მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...


ამ ცხოვრებაში სუყველაფერი,
დროებითი და წარმავალია,
რადგან თვითონ დრო წამავალია,
სიყვარული კი დროის წამალია.
რომ არ გიყვარდეს ალბათ ცხოვრება,
დაემსგავსებოდა უაზრო მდინარეს,
რომელიც უაზროდ გაგიყოლებდა,
მოძრაობიდან გამომდინარე.
როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო,
გაუჩერებელი დროის დილამდე,
უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,
ვიღაც ყოველთვის უნდა გიყვარდეს!
....................... რადგან ................................
ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს გავს,
ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა
და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე,
ეს ყველაფერი .... სისულელეა!


ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,


სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,


სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,


ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,


ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,


არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,


ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,


საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,


ვერ…


← önceki 1 2 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor