atir's blog

atir
43, Tbilisi, Gürcistan

01.12.2012

მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასული
და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი.
ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული
და შიგ დარჩენი თვით სიცოცხლის დასასრულამდე.
მხატვარს შემხედე, მე ვარ შენი გამომკვეთელი,
dღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,
გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი
და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი,
ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,
ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,
შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად.
შიგ მზეც შემოდია შენი სახის მოსაფერებლად.
თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,
სახეს ხატავენ, გულისა კი არ იციან.


11.02.2012

სანამ შენს ზაფხულს ზამთრის ცივი ხელი გაგუდავს,
მაგ სილამაზით დაამშვენე თასის აბედო,
სიტურფის განძი მიაბარე სანდო საბუდარს,
მშვენიერებამ თავის მოკვლა რომ ვერ გაბედოს,
ვინ გაგამტყუნებს, სილამაზე რომ არ დანაცრო,
ხარკის გაღებას მშვენებისთვის ვინ არ ეცდება,
შენივ თავისთვის გააჩინე შენი სანაცვლო,
ათჯერ გამრავლდი, სიხარულიც გაათკეცდება.
ათი სიცოცხლე გაგიჩნდება ამოსარჩევად,
ბედით იქნები ათჯერ უფრო გატაცებული,
მაშინ სიკვდილის წასართმევი არრა დაგრჩება,
თუკი სიცოცხლე შვილს ექნება გადაცემული.
სიკვდილი აღარ მოგადგება თავის სანთლებით,
მემკვიდრეებად არ დაგრჩება მიწის მატლები.


მივყვები გზას და აღარ მექცა სასრული ბოლოდ,
აღარც მეღირსა დასვენება შორი გზისაგან...
მცირე ხანს სადმე თუ შევჩერდი, ეს მესმის მხოლოდ:
შორს წამოსულხარ ახლა შენი მეგობრისაგან.

ცხენიც კი მძიმედ ფეხს მიითრევს შორეულ გზაზე,
მხედრის წუხილმა თითქოს მასაც ხელი დარია,
თითქოს ისიც გრძნობს, რომ მარტო ვარ ამქვეყანაზე
და შორს ვინც დარჩა, ჩემი კარგი მეგობარია.

საბრალო პირუტყვს აღარც დეზის შემოკვრა შველის
და თუ გაწყრომით ავუჩქარებ ნაბიჯს როგორღაც,
დაიკვნესებს და თითქოს ამით დანდობას ელის,
მე კი ვკვნესივარ უგზოდაც და უმეგობროდაც.

გზადმიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე:
წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე.


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება


მევადღეგძელებიმდიდისიყვარულსჩუმად, უსიტყვოდგულშირომკვდება,

მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას, რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...


**********

სიყვარულსგაუმარჯოსჩუმსადააუხსნელს,

გულირომვერამბობსდათვალირომგაუგებს

სიყვარულსგაუმარჯოსჩუმსადააუხსნელს,

გოგორომვერამბობსდაბიჭიგაუგებს

********

იმპირველკოცნასგაუმარჯოს,

მოულოდნელობითსულსრომშეგიშფოთებს,

მერეგონსმოსულიჩუმადატირდები

დაცრემლებისასდააყენებგუბეს,

იმპირველსიყვარულსგაუმარჯოს,

მასზეგათენებულღამესრომაფიცებ

მრავალჯერეცდებიმისდავიწყებას

მაგრამვერასოდესვერდაივიწყებ

********

ბიჭსსძინავსდარეკავსტელეფონი:

აიღებსყურმილსდაძმაკაციეუნებაყურმილში:

რესტორანშიმამაშენის


მემიყვარსქროლვაველურიქარის,
მე მიყვარს ია მტვრიანი შარის, მე მიყვარს თოვლი, მთისა და ბარის, მე მიყვარს, როცა ცაზე მზე არის,

მემიყვარსხიდანფოთლებისცვენა,
მე მიყვარს სიო, ქვენა და ზენა, მე მიყვარს ცრემლის თვალიდან დენა, მე მიყვარს ცაში ოცნებით ფრანა,

მემიყვარსმთვარე, თეთრიდამშვიდი,
მე მიყვარს მტკვარი და მასზე ხიდი, მე მიყვარს წინ რომ დრო არის დიდი, მე მიყვარს ყიდვა, არაფერს ვყიდი,


20.12.2010

მე შენ მიყვარხარ და არ მესმის რად მიბრაზდები?
ნუ გგონია რომ მე ოდესმე დამავიწყდები
მე შენ მიყვარხარ ჩემო კარგო ძლიერ მიყვარხარ
და გევედრები გაიგო რომ ძლიერ მჭირდები!!!
შენმა თვალებმა დამავიწყა ვინ ვარ რა მინდა
რატომ მოვედი ამ ქყევყანაზე,რად დავიბადე?
მე სიყვარულმა უკვე ბევრჯერ მწარედ მატირა,
გაიგე კარგო მიყვარხარ და არ გიღალატებ !!
შენზე ფიქრებში ბევრი ღამე გამითევია
და ოცნებებში ბევრი ლექსი დამიწერია
მე ცხადში მინდა დავწერო ლექსი ლამაზო შენზე
რომ შეიცვალო წარმოდგენა ძვირფასო ჩემზე
უნდა გაიგო მე შენ მიყვარხარ
რომ შენს თავს არვის დავუთმობ არა!!
უნდა გაიგო რომ წყურვილი მკლავს
მე შენზე კოცნის ძვირფასო მართლა!!..
მართლა დამჩაგრა ცხოვრებამ კარგო
მასწავლა…



26.11.2010

ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor