germania's blog

germania
44, Tbilisi, Gürcistan

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო

და მომინდა ხეტიალი ქართან,

ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა

აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით რა ვქნა, ოცნებების მეტი,

მაგ ღიმილის გახსენების გარდა;

დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი

მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს

გახსენება მაგ ანთებულ თვალთა

და ფიქრებში გათენდება ისე,

როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.


ერთ დღეს ძალიან მდიდარმა
ოჯახმა თავისი შვილი
სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ
მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად
ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ
რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში
მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის
შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში
მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი
გაიმართა: - როგორ მოგეწონა მოგზაურობა,
შვილო?.. - ჰკითხა მამამ შვილს. - ძალიან
მომეწონა, მამა - უპასუხა შვილმა. - ხომ
ნახე , თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი
ადამიანები?.. -ჰკითხა მამამ. - კი,მამი.რა
თქმა უნდა -უპასუხა შვილმა - კარგი მაშინ
მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან?.. -
იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა
შვილის პასუხის მოსასმენად. შვილმა
უპასუხა : ჩვენ მხოლოდ 1 ძაღლი გვყავს,
მათ კი ოთხი ან მეტი. ჩვენ აუზი გვაქვს,
რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს,
მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ
უჩანს.…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor