ANI--ANI's blog

ANI--ANI
41, Tbilisi, Gürcistan

21.01.2013

ერთხელ რომ ვიგრძნო, თუნდაც სულ ოდნავ,
შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის,
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.
მთებიდან მთებში მიდის გზაწვრილი,
მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები,
არ შეიძლება ჩემი გაწირვა
სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით,

წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი,
ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი,
თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი
და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს.

გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა
წამომეფარე მაგ ფრთების ადლით...
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი


შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზგაპარს წამრცურცლებს შეგამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი,…




21.01.2013

სიკვდილი? ხშირად მინდება
სიცოცხლე? არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს, რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან..


ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე, ღმერთო, მაჩუქე წამი, ღმერთო, არ დამაკარგვინო ნაპოვნი ნატვრისთვალი. მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო, ნუ დამიკარგავ იმედს, დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ, ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს... ...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს, ლოცვაში დავიღალო, მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო, რომ ფრთებით დაიფარო ის, ვინც მანახა სიცოცხლე, ვინც მაგრძნობინა წამი, ღმერთო, არ დამაკარგვინო ნაპოვნი ნატვრისთვალი



ფსიქოლოგთა აზრით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები არ ტოვებენ მათ, ვინც არ უყვართ:

თავდაუჯერებლობა:

ეს არის პირველ რიგში ეჭვი იმისა, რომ ადამიანი სხვა პარტნიორთან ვერ შეძლებს ურთიერთობების აწყობას,

აიმეს შეცვლას ცხოვრებაში და კიდევ მრავალი სხვა "იმიტომ", რაც დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან.


საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების არ ცოდნა ან სურვილის არ ქონა

განქორწინებისას ჩნდება უამრავი მოსაგვარებელი საკითხი: დაწყებული იქიდან, თუ სად იცხოვროთ, დამთავრებული ქონების გაყოფითა და ბიუჯეტის გადანაწილებით.

განსაკუთრებით მტკიკვნეულია მატერიალური დამოუკიდებლობა დიასახლისებისათვის, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ და ამასთან, ვერ ექნებათ ქონების დიდი ნაწილის მიღების, ან ახლობლების მხარდაჭერის იმედი.

თუმცა, ნებისმიერი დაღმასვლა სოციალურ–ქონებრივ საფეხურზე – დიდი დარტყმაა თავმოყვარეობისათვის.

პასიური ადამიანისათვის სხვის კმაყოფაზე მყოფის ფსიქოლოგიით, ყოველთვის უფრო იოლია გაჩუმდეს…




07.03.2013

ertma, tavis tavze didi carmodgenis mqone ybedma,filosofos qristof liptenbergs kitxra:

-shegizliat amixsnat, ra gansxvavebaa drosa da maradiulobas shoris?
-samcuxarod,es yovlad sheudzlebelia,-miugo filosofosma
radgan amis axsnas dro rom movandomo, tqvens gasagebad
maradisoba dagchirdebat.


არც ვინმეზე ზრუნავ და არც არვის ბედი გაღელვებს. ჭარბი გრძნობის ერთი შედეგიც ეს არის. აქედან გამომდინარე, სხვების აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ ისინი მხოლოდ გონების ხმას უსმენენ და ემორჩილებიან. სიყვარული კი განსჯისთვის ვერასოდეს იცლის. ცდება ის, ვინც გონებას და გრძნობას აშორიშორებს. მათ დაპირისპირებას

ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნი, რადგან სიყვარული და გონება ერთი და იგივეა. დიახ, გრძნობა გვიტაცებს და ახალი გზით გვატარებს, მაგრამ ამ

გატაცებაში გონება თან გვახლავს და ნუ ვისურვებთ, რომ სხვაგვარად იყოს, რათა არ ვემგვანოთ უსულო მანქანებს. ასე რომ, ნუ გავრიყავთ გონებას, ნუ გავარიდებთ გრძნობას, რამეთუ გონება და გრძნობა განუყოფელნი არიან.

როდესაც საყვარელი არსებისგან შორს ვართ, ბევრს ვფაციფუცობთ და სიტყვავუხვობთ,…


ფაქიზი ადამიანი იმედს არასოდეს კარგავს, იმ დროს, როდესაც უხეში სირთულეებს ვერ უძლებს. პირველის სიყვარული ხანგრძლივია, მეორესი, ხანმოკლე. სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას შთაგვაგონებს, - იმას, ვინც გვიყვარს მოწიწებით ვეპყრობით და სწორადაც ვიქცევით: საყვარელ არსებაზე ძვირფასი ამქვეყნად არავინაა.

სიყვარულს სიტყვებზე მეტად დუმილი უხდება. არსებობს დუმილის მეტყველება, რომელიც სიტყვებზე მეტს გვიმხელს. კრძალვით დამორცხვებული შეყვარებული მამაკაცის დუმილი საყვარელი არსებისთვის ფაქიზი სულის და ამაღლებული

გონების ნიშანია. დგება წუთი, როდესაც მჭერმეტყველება უნდა დაიოკო. ეს გონების წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება არ გახლავთ, ამის საჭიროებას აუცილებლობა განაპირობებს.

რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო მეტ თვითმყობად სილამაზეს ამჩნევს ირგვლივ, მაგრამ თუ შეყვარებულია, მხოლოდ ერთ სილამაზეს ხედავს.

როდესაც გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ისეთი აღარ ვართ, როგორიც…


← önceki 1 2 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor