ემა უოტსონი: პერსეპოლისში მოთხრობილია იმ თავისუფლების შესახებ, რომელიც 1970-იანი წლების ირანში ჰქონდათ ქალებს, რომელიც რევოლუციის შემდეგ მკაცრი კანონებით შეიცვალა. თქვენი აზრით, ქალებისთვის ცხოვრება მარტივი დღეს უფროა თუ თქვენს ბავშვობაში?

მარჯან სატრაპი: კანონის მიხედვით, უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა. მაგალითად, შეგვეძლო მოგვეთხოვა განქორწინება, მაგრამ როდესაც ქალს განათლება არ აქვს და არ არის ეკონომიკურად დამოუკიდებელი, განქორწინების მოთხოვნის უფლება ცხოვრებას დიდად არ შეგიცვლის.

წარმოიდგინე - გყავს 3 შვილი, არ გაქვს განათლება და სამსახური - რა უნდა ქნა? ვერ გაშორდები; ამიტომ მთელი ცხოვრება იმ…