ყოჩაღ ბავშვიიი....
37, Tbilisi, Gürcistan

ამერიკელმა მკვლევარებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარული? ერთადერთი მიზნით, რომ გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი.
იხილეთ, რამოდენიმე პასუხი,შემდეგი ასაკობრივი კატეგორიებით:

4 წლის ერი: სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.
4 წლის მერი–ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.
4 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.

6 წლის რებეკა: –როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა,ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა,მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროს არაფერს ითხოვ.
6 წლის მარკი: სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს.
7 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.
7 წლის დენი: სიყვარულია,როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს გემრიელია თუ არა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

ამ კონკურსში გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა,რომლის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო,ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს,როცა დედამ ჰკითხა: რა უთხარი ჩვენს მეზობელსო? ბიჭუნამ მიუგო,–არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარეო.

21 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor