21.12.2013
...
37, Kharagauli, Gürcistan

,იცი ეს ცხოვრება ამოუცნობია ჩემთვის, ისევე როგორც ზოგიერთი ადამიანი, ათასი კარგი რომ გააკეთო და თუნდაც ერთხელ შეცდე, იმ ერთს დაინახავენ და ათასი კარგი არც კი გაახსენდებათ, ათასჯერ რომ უთხა მიყვარხარო და ერთხელ მძულხარო, გულიანად ამოგგლეჯენ საკუთარი სხეულიდან და სამუდამოდ წაგშლიან ცხოვრებიდან და არც ის სიყვარული გაახსენდებათ, ფეხქვეშ ხიდად რომ გაეგო, გადაგივლიან და სამშვიდობოს რომ გავლენ უკან არც კი მოიხედებიან რომ წამოგაყენონ, პატიება რომ სთხოვო ვერც ამას გაიგებენ, რადგან მიტევების უნარი ცოტას თუ გააჩნია,
--ერთადერთი ვინც მიგიღებს ისეთს და ვისაც ყველანაირი ეყვარები ცუდიც და კარგიც, ამ ცხოვრებისგან განებივრევულიც და განადგურებულიც, მშვიდიც და აუტანელიც---- ეს უფალია, ის ვინც ყველაფერს გაპატიებს და არ გკრავს ხელს თუნდაც მაშინ, როდესაც არ ხარ პატიების ღირსი და ყველაზე მეტად გჭირდება თანადგომა, ის ვინც ხელში აგიყვანს მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მძიმე გზა გაქვს გასავლელი და შენს მაგივრად გაივლის ამ გზას, ისე რომ შენს კვალს არ ასცდება და შენს წილ ტკივილსაც აიტანს, მაშინ როდესაც სხვებმა ხელი გკრეს და წავიდნენ........ის არასოდეს წავა შენგან......,,,

10 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor