ქურდული ალერსი
48, Tbilisi, Gürcistan

გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა.
შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა,
მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა
და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა,
- თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი,
როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!"
ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული.
მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული,
გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და
შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან.
შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი,
- როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"
წუხელ მაგრად დავითვერ. ღვინობ ვნება დათენთა.
დავდიოდი ქუჩებში და როდესაც გათენდა - ცელქი,
შეუშინარი შენს ბინაზე მოველი:
"ჩემი ქმარი შინ არი, მან გაიგო ყოველი!"
მითხარი და საჩქაროდ მომაჯახე დარაბა...
გარეთ ყინვა სუფევდა, გულში დავიდარაბა.


იოსებ გრიშაშვილი

45 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor