Ubralod fenomeni RONALDO!!!!
29, Πάφος, Güney Kıbrıs Rum Kesimi

ნაზარიო დე ლიმა დაიბადა 1976 წლის 22 სექტემბერს, რიო დე ჟანეიროს მახლობლად , ბენტო რიბერიოში. მისმა მშობლებმა სახელი რონალდო მისი ექიმის საპატივცემულოდ დაარქვეს. მას მისი და ძმანი " დადადოს " ეძახდნენ, ბევრი ვარსკვლავის მსაგვსად ისიც ღარიბ-ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმ დროს სატელეფონო კომპანია "ტელირში" მუშაობდა, დედამისი კი სონი დო სანტოს ბარატა პიცერიაში დამლაგებელი იყო. როდესაც ლუსს 4 წელი შეუსრულდა მამამისმა მას სანუკვარი საჩუქარი ტყავის ბურთი აჩუქა, ასე იწყება ბურთის და ფენომენის ისტორია რომელმაც მრავალ წელს გასტანა, იმ დღის შემდეგ ნაზარიო დე ლიმა ბურთის გარეშე არავის უნახავს. პატარა რონალდოს უფროსები ზედაც არ იკარებდნენ, ამიტომაც მას უწევდა განმარტოება ბურთთან ერთად. დე ლიმას სკოლა დიდად არ იზიდავდა, მას ქუჩაში ბურთის გორება უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. გადიოდა დრო, პატარა ბიჭი ასაკთან ერთად სწავლობდა ფეხბურთს, იგი ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, პასებს და დარტყმებს ამუშავებდა და მალე ის მიიკარეს და ეზოს ან უბნის სასურველი მოთამაშეც მალე გახდა. 1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში "ვალკუერეში" დაიწყო თამაში . რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს იგი პირველად მეკარე იყო მაგრამ მას გოლების გატანა უფრო ხიბლავდა ვიდრე სეივების კეთება, მწვრთნელებმა დაინახეს, რომ ბიჭს ქონდა გოლის გატანის ალღო და კარი სხვას ჩააბარეს თვითონ კი ფორვარდად გაამწესეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ამ გუნდმა "ვასკო და გამა" რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა, ამ გუნდის ხელმძღვანელობას კი ეს ყველაფერი არ გამოპარვია და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ნაზარიო მაინც გადაიბირეს.

პირველმა წარმატებამაც არ დააყოვნა, იგი 17 წლამდელთან ნაკრებში აიყვანეს, იმ წელს გაიმართა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, კოლუმბიაში სადაც იგი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ მისმა მფლობელებმა პიტამ და მარტინსმა რომლებმაც ეს ფეხბურთელი 7 500 დოლარად იყიდეს, "კრუზეიროში" 50 000 დოლარად გაუშვეს.

ჰოლანდიურ "პსვ"-ში გადასვლა უდაოდ დიდი ნახტომი იყო მის საფეხბურთო კარიერაში, ამ გუნდის სკაუტს მალე ჟურნალ-გაზეთებმა ხოტბა შეასხეს, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი როგორ იყიდეო, თვითონ არსენმა კი განაცხადა, რომ ის ისეთი ნიჭიერია ამ ყველაფერს ბებიაჩემიც კი დაინახავდა, ეს ყველაფერი არ გამოპარვია სპორტულ კომპანია "ნაიკს" და ფეხბურთელს სპონსორად მოევლინა, არადა მას რამოდენიმე ხნის წინ ამ ფირმის ბუცების ყიდვის საშუალებაც კი არ ქონდა. 1996 წელს იგი ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა ეროვნულ ნაკრებთან ერთად სადაც საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. იგი ოლიმპიორი თამაშების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა რაც არ გამოეპარათ კატალონიელებს და ნაზარიო 20 მილიონად იყიდეს. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში იგი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გაჰქონდა უამრავი გოლი და თვითონაც აცხადებდა, რომ მას კარიერის დამთავრება ამ კლუბში სურდა. მაგრამ ფულს თავისი ფასი აქ, იტალიიდან საოცრად მიმზიდველი წინადადება მიიღო და კარიერის "ბარსაში" დასრულება გადადო. მისი კატალონიიდან წასვლის შემდეგ, მასზე კატალონიური პრესა წერდა უამრავ გამაღიზიანებელ ციტატებს, მოკლედ რონალდოს წასვლის მერე მისი ხსენებაც აიკრძალა. იტალიურ "ინტერში" როდესაც მან შეასრულა მეორე ჰეთ-თრიკი სერია ა-ს გათამაშებაში იტლიელმა გულშემატკივარმა მას ფენომენი უწოდა. პირველ იტალიურ სეზონში მან უამრავი ტიტული მიოპოვა როგორც საკლუბო ისევე ინდივიდუალური, "ოქროს ბუცი " , " ოქროს ბურთი " ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.


1998 წლის მუნდიალზე რონი ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო, მან მისი მთლიანი სანათესაო ჩაიყვანა საფრანგეთში და 50 000 დოლარამდე დახარჯა მათ სასტუმროებსა და კვებაში, ასევე მასთან ერთად იყო მისი მეგობარი გოგონა მოდელი სუზანა ვერნელი, რამოდენიმე დღეში მრავალი ჭორი გავრცელდა, რის გამოც რონალდომ და ვერნელმა პირისპირ ილაპარაკეს. რამოდენიმე დღეში სუზანმა ნახა ფოტო სადაც ბრაზილიელი კოცნიდა რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვას, მოკლედ სუზანმა ლუსს ყველაფერი პირში მიახალა და მიატოვა, ფინალი ბრაზილიამ საფრანგეთთან დათმო. მომდევნო სეზონი ბრაზილიელმა იტალიაში ცალ ფეხზე ჩიათამაშა, მალე ფენომენმა სუზანი დაივიწყა და თავის ცოლთან ერთად მილენა დომინგესთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა მაგრამ ეს ოჯახური იდილია კლარეს ზეედორფმა დაარღვია, სწორედ მასთან უღალატა მილენამ დე ლიმას. ამასობაში "ნერაძურის" მწვრთნელად დანიშნეს მარჩელო ლიპი, ხოლო მან განაცხადა, რომ რონალდო არ სჭირდებოდა და სათადარიგო სკამზე განამწესა. მან ამ კლუბშ ყოფნისას მიიღო პირველი სერიოზული ტრავმა მან მუხლის მყესები გაიწყვიტა და საერთო ჯამში 2 წელიწადზე მეტი გაუცდა, მაგრამ იგი სულით არ დაეცა და ფეხბურთში დაბრუნდა. 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართული მუნდიალი მეტად სკანდალური გამოდგა მაგრამ ბრაზილიამ ეს ყველაფერი ტრიუმფალურად დაასრულა ხოლო რონალდო 8 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა.

ეხლა კი რონალდომ თავის კარიერაში გადადგა დიდი ნაბიჯი და გადავიდა მადრიდის "რეალში", თეთრებმა მის სანაცვლოდ 50 მილონი გადაიხადეს. ფენომენმა ჩატარებულ 4 სეზონში 100-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ტრავმების გამო მისი კარიერა ნელ-ნელა უკან იხევდა ამის შემდეგ მან წონაშიც მოიმატა, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ სადაც მან 3 გოლის გატანა შეძლო მადრიდის "რეალში" ფაბიო კაპელომ კვლავ აითვალწუნა როგორც ლიპიმ და კვლავ სკამზე დასვა რაც ფენომენმა ვერ მოითმინა და 7, 5 მილიონ ევროდ გადავიდა "როსონერიში" სადაც გოლების გატანა ჩვეულად დაიწყო, "მილანში" მან 21 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა მაგრამ აქაც მან მისი მეორე უმძმესი ტრავმა მულხების მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთს კარგვეულიდ დროით ჩამოშორდა, ყველა ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ბოლო გუნდი იტალიური "მილანი" იქნებოდა მაგრამ მან ბრაზილიაში დაიწყო ვარჯიში კერძოდ კი კლუბ "ფლამენგოში". ყველას ეგონა, რომ იგი ამ კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მან 2009 წელს ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტს და დაიწყო თამაში "კორინთიანსში". მან გუნდს მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა, მაგრამ რამოდენიმე ხანში მან ხელზე მიიღო უმძმესი ტრავმა, მას ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა. საბოლოოდ 2009 წლის სეზონი მისთვის 2002 წლის შემდეგ ყველაზი შედეგიანი იყო 38 მატში 23 გოლი..

5 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor