როგორ აუტანლად მენატრები!(.....
41, Tbilisi, Gürcistan

როგორ აუტანლად მენატრები...
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ!
საწერ მაგიდაზე ქაღალდებში,
სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ.
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო.
რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე...
წიგნში ჩადებული სანიშნივით
სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს...
(ქვებზე სველდებიან ქაღალდები)
როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ...
როგორ აუტანლად მენატრები!

6 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor